საქართველოს აკადემიური საზოგადოების ერთობლივი განცხადება
ძალა ერთობაშია!
საქართველოს აკადემიური საზოგადოების ერთობლივი განცხადება
საქართველოში დღეს არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც.
ჩვენ, საქართველოს აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე და, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, მოვითხოვთ ახალი, საყოველთაო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნასა და დაკავებულ დემონსტრანტთა გათავისუფლებას.
ხელმომწერები
(განახლებადი)